ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხერხემალი კი არა, კუდუსუნის ძვალი ყოფილა. ასე ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს.
„რასაც ვუსმინე, ყველაფერზე თქვა, მე არაფერი ვიცოდი, მე არაფერს მეკითხებოდნენ მაგ საკითხებშიო და მას თუ დავუჯერებთ, გამოდის, ხერხემალი კი არა, კუდუსუნის ძვალი ყოფილა“, – წერს მერაბ მეტრეველი.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი, გუშინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” სტუმარი იყო და 2 საათის განმავლობაში პასუხობდა ნიკა გვარამიას კითხვებს.
კომენტარები