ტვ პირველის ინფორმაციით, ყოფილი გენ. პროკურორის, აშშ–ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ქართული ანგარიშებიდან, ზოგი ისევ მოქმედია, მაგალითად, – “ბაზის ბანკში”.
მედიის ცნობით, მათ ჩაატარეს ჟურნალისტური ექსპერიმენტი – ფარცხალაძის ანგარიშზე ფული გადავრიცხეს, რომელიც ადრესატამდე შეუფერხებლად მივიდა.
ბაზის ბანკის საზოგადოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დასანქცირებულ ფარცხალაძეს მათ ბანკში ანგარიში დახურული აქვთ.
“თუკი რომელიმე კლიენტს აქვს შეზღუდვა საბანკო ანგარიშებზე, მის ანგარიშზე ტრანზაქცია ვერ განხორციელდება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მის ანგარიშზე თანხის შეტანა ან თუნდაც ჩარიცხვის მცდელობისას, თანხა ჩერდება სატრანზიტო ანგარიშზე და ავტომატურად რომ შევა ასეთი თანხა, რომელიც ანგარიშზე ვერ ჯდება, ამ დროს კი აპარატში შეტანილია ჩარიცხვა, ავტომატურად შეტყობინება მიდის თაიმელში, ვინაიდან ჩვენ გვევალება არამხოლოდ მაღალი რისკის კლიენტის შესწავლა, არამედ მათი შესწავლაც, ვინც ცდილობს მოახდინოს მათთან ფინანსური ტრანზაქცია”. – ამბობენ “ბაზის ბანკში”.
ტვ პირველი წერს, რომ ბაზის ბანკის კლიენტებს შორის რუსული “ვითიბი ბანკის” მომხმარებლებიც არიან, რომლებიც, ვითიბის დასანქცირების შემდეგ გადაიბირეს, “ვითიბი ბანკი” კი არის ის ქართული ბანკი, რომელიც ეკუთვნის მინი ოლიგარქ ირაკლი რუხაძეს.
კომენტარები