22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.
“რუსეთის აგენტების წინააღმდეგ – 22 სექტემბერს პარლამენტის უკან, დილის 11 საათზე! აქციის პარალელურად პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ”- ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
22 სექტემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.
კომენტარები