მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა დაწესებულებების მსგავსად მუშაობა სასტუმროებმაც შეწყვიტეს. მიმდინარე თვე გაჩერებული ბიზნესისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, შემოსავალისა და ანტიკრიზისული გეგმის გარეშე დარჩენილი ობიექტები მხოლოდ ზარალს ითვლიან.
სასტუმრო „ანტიკ რესორტი – თბილისი“:
„იმ დღიდან, როდესაც აიკრძალა ყველა ობიექტის მუშაობა, გარდა პირველადი საჭირობის დაწესებულებისა, ჩვენი სასტუმრო დახურულია. ეს გაგრძელდება 22 მაისამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ობიექტი არის და იყო ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული, მაინც არ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, თუ რას და როგორ გავაკეთებთ გახსნის დროს. ეს საკმაოდ რთული თემაა, რადგან დაზუსტებით არავინ ვიცით 22 მაისს სრულად აღდგება თუ არა ყველაფერი, მხოლოდ მოვლენების განვითარებას ველოდებით,“
სასტუმრო „ელიტ ლუქსი“ :
„როგორც ყველა სასტუმროს, ჩვენც შეჩერებული გვაქვს მუშაობა. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია იმ ობიექტის დახურვა, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული. არავითარი გეგმა არ გვაქვს, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. აქამდე გვეგონა, რომ ქვეყნაში 21 აპრილამდე იქნებოდა შეზღუდვები, თუმცა 22 მაისამდე გადავადდა და მაისშიც სრულად მოიხსნება თუ არა ეს აკრძალვები არ ვიცით, ამიტომ წინასწარ რაიმე გეგმის დასახვა ნაადრევად და არაფერექტურად მეჩვენება“
კომერსანტი
კომენტარები