“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ “რეაქციაში” ისაუბრა იმაზე, თუ ვისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და თქვა:
გვაქვს საუბრები. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავალთ – მაგალითად, გირჩმა, მაგრამ ისინი ჩვენი სიტუაციური კოლეგები იქნებიან. მაგალითად, მელიამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დამოუკიდებლად განვითარდები, მაგრამ მელია აუცილებლად იქნება სიტუაციური პარტნიორი მომავალ მთავრობაში.
ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის არჩევნებამდე არის კონკურენტი, მე ვთქვი, სადაც მერაბიშვილია, იქ ლელო არ არის. ამავე დროს, ჩვენ წავედით კომპრომისზე, ადგილობრივი არჩევნების დროს – როდესაც მელია წარმოადგენდა და რეფორმა ჰქონდა დაწყებული პარტიაში, ჩვენ წავედით იმ კომპრომისზე, რომ ეს ძალა დაგვემარცხებინა და გადავდგი ნაბიჯი – გავხდი მისი მოადგილე და ამ გაერთიანებამ 45 პროცენტი აიღო. ჩაშალა ეს ყველაფერი სააკაშვილის ჩამოსვლამ.”
კომენტარები