„ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მინიმუმ უხერხულობას ქმნის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებულ ადამიანს კონკრეტულ თანამდებობას აძლევ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დანიშვნის თემაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კომუნიკაცია მის კოლეგასთან და ოფიციალური წერილიც გაიგზავნა. ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც ექნებათ კომუნიკაცია. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – გვახსოვს, რა შედეგით დასრულდა პოროშენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასე რომ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“
კომენტარები