პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისადმი მიმართვამ უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
ვაშაძის მისამართით უმრავლესობის რიგებიდან ისმოდა შეძახილი, რომ ის „გაილახება“, არის „ნაბი@ვარი“, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძის სხდომათა დარბაზიდან გაყვანაც მოითხოვეს.
პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ტექნიკა გააჩნია, რაც მოწინავე ქვეყნებს აქვს.
მინისტრის განცხადებებს ვაშაძე ადგილიდან პასუხობდა, რომ თუკი შსს–ს ახალი ტექნიკა აქვს, რატომ არ ჩაიყვანეს შოვში. მან ასევე მინისტრს მიმართა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიის ადგილას არა სტიქიის დღეს, არამედ მომდევნო დღეს დაიწყო. ვაშაძის ადგილიდან გაკეთებულმა ამ რეპლიკებმა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ვითარება უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა.
კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?
კომენტარები