ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების დაპირისპირების დროს მომხდარი ამბის გამო პოლიციამ ამავე მონასტრის წინამძღვარი მამა დავითი (საერო სახელი – კობა კობაიძე) დააკავა.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, მამა დავითი 2 დღის წინ დაკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, გამოკითხვის შემდეგ კი დააკავეს.
შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).
არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.
წყაროს ცნობითვე შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულ სასულიერო პირებს აშველებდა.
დაჭრის და დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იობი.
ასევე, მომხდარს უარჰყოფდა დაპირისპირებაში მონაწილე და დაჭრილი არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).
22 აპრილს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტერში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება დაიწყო.
კომენტარები