“გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა მანკიერი პროცესის ლუსტრაცია” – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია საუბარი რომელიც სებ-ის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის დანიშვნას ეხმაურება.
რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა, – წერია განცხადებაში.
კომენტარები