პარლამენტარი ხათუნა სამნიძე:
„ქართული ცეკვა ორი გაკვეთილის მერე მივატოვე იმიტომ, რომ ყვირილი ვერ გავიგე რა შუაში იყო;
ტენისი იმიტომ, რომ უფროს ბიჭთან მათამაშეს მალევე და დამცინასავით;
ჭადრაკი იმიტომ, რომ ბიჭთან თამაშის (კარგად) დროს არშიყი დამიწყო (პატარა ვიყავი) და მასწავლებელმა დაიკიდა;
მუსიკა იმიტომ, რომ სოლფეჯიოზე ორიანი მივიღე და ანუ სმენა არ გაქვსო:)
ცურვა იმიტომ, რომ კინაღამ ჩავიხრჩე და ვერც კი შეამჩნია მწვრთნელმა;
ხელოვნების სტუდია იმიტომ, რომ მხედველობის გამო დაფაზე ნახატებს ვერ ვხედავდი და ვერ მიხვდა მასწავლებელი…
ჰოდა, ცუდად კი არ გამომდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არც სისასტიკეა გამოსავალი და არც უყურადღებობა, შეიძლება ნორმალური კომუნიკაცია ადამიანებთან. ბავშვებთან ხომ ათასჯერ უფრო მეტი.
წავედი ამერიკაში და ძალიან კარგად ვიარე ამ ყველაფერზე და ყველა მწვრთნელიც ძალიანაც მიყვარდა.“
კომენტარები