5 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გრანადაში შეხვდებიან. ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ადასტურებს.
გრიგორიანი თავად ბრიუსელში მიემგზავრება, რომ შეხვედრის დეტალები შეათანხმოს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.
ფაშინიანის თქმით გრენადას შეხვედრაზე აზერბაიჯანთან მშვიდობას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა წლის ბოლომდე დაისადგურებს.
კომენტარები