“ექსტრემიზმის საქმეზე”, რუსი ოპოზიციონერის განაჩენი რუსეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. შესაბამისად, ალექსი ნავალნი სასამართლომ 19 წლით პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკვე უმაღლეს, საკასაციო ინსტანციაში აპირებს.
რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნავალნის განაჩენი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მას სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ.
ნავალნი ამჟამად ვოლოდიმრის რაიონის სოფელ მელეჰოვოში, მკაცრი რეჟიმის მე-6 კოლონიაში იმყოფება
კომენტარები