როდისთვის იქნება უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა? – ამ კითხვაზე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს.
„ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა. ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია ჩვენ დავამარცხეთ და აწი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში გადავიდეთ.
არა ბატონებო, კარგი ტერმინი დამკვიდრდა, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივი.
საქართველოს მთავრობის მიერ 6 ეტაპია გაწერილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა იქნება ერთ-ერთი აღდგენა, თუმცა მანამდე ჩვენ უნდა მოვემზადოთ. მომზადება ნიშნავს, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ, ყველაზე მთავარი კი სოციალური დისტანცირებაა.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იგივე ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მთავრობას, ყოველ დღე აწვდიან განახლებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც შემდგომ საკოორდინაციო საბჭო ადგებს ახალ შეზღუდვებს, ან მათ მოხსნას.
“ალია” – ბატონმა ამირანმა როგორც ჩანს არ იცის, რომ მთავრობის 6 ეტაპიან გეგმაში, სადაც გაწერილია კაზინოს, სასტუმროს, რესტორნის და სკოლის გახსნა – არსად არ არის საუბარი მეტროსა და ავტობუსზე!
შესაბამისად – კითხვა, როდის შეიძლება აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა – უპასუხოდაა დატოვებული ისევ.
კომენტარები