ტკბილეულის მიმართ ჩემი სიყვარულის ისტორია, ისევე როგორც, ალბათ, არაერთი თქვენგანის, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იწყება. როგორც მაშინ, დღესაც ისევ ისეთი ემოციითა და გულის ფანცქალით შემიძლია მივირთვა შოკოლადის მთელი ფილა. საყვარელი დესერტის თითოეული ლუკმისთვის კი ზედმეტი კალორიების დავიწყებაზეც არ ვიტყოდი უარს. ანდა ვის არ უყვარს ტკბილეული და მისი ჯადოსნური გემო ?! თითზე ჩამოსათვლელად თუ მეგულება ადამიანი, რომელსაც ტორტის ტკბილ და მსუყე ნაჭერზე უარის თქმა ძალუძს.
თუმცა, ამავდროულად არაერთი მათგანისგან მსმენია, რომ ჯერ კიდევ ისეთი ადგილის ძიებაში არიან, სადაც საყვარელი დესერტების მომზადების ხარისხი და გემოვნური თვისებები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. სწორედ ამის საპირწონედ, მინდა რომ საკუთარი გემრიელი გამოცდილება გაგიზიაროთ.
უკვე წლებია, რაც საკონდიტრო „მადარტის“ მომხმარებელი ვარ. კომპანია 2009 წლიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით ქმნის საკონდიტროსა და ცხობის ნაწარმს. გულწრფელი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მადარტმა ჯერ კიდევ წლების წინ დაიმსახურა არაერთი მომხმარებლის და მათ შორის ჩემი ნდობაც. თუმცა, ფაქტებმა, რომლის გაზიარებასაც ახლა თქვენთვის ვაპირებ, კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა.
„პური რომ მეპურემ უნდა გამოაცხოს“ – ეს ანდაზა ტყუილად არ თქმულა და თუ რომელიმე კომპანია ამართლებს ამ გამოთქმის მთავარ სათქმელს, ეს უთუოდ მადარტია. საწარმოში 8 00–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ბიკვიტის ცხობას, კრემის ხარშვასა თუ კვერცხის ტეხვასაც კი თავისი „მეპურე“ ჰყავს.
ყოველდღიურად 2 000 კილოგრამი, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი იხარშება. დიახ, სწორედ ის კრემი, რომლის განუმეორებელი გემოც, ვიტყოდი, რომ მადარტის სავიზიტო ბარათად იქცა.
დღის განმავლობაში 50 000–მდე კვერცხს, გამოყენების წინ, სპეციალურ დანადგარში რეცხვადეზინფექცია უტარდება. იცით, კვერცხის გარეცხვით რამდენი საფრთხის არიდება შეგვიძლია?! იცით, რომ ყველა საწარმოს უნდა მოსთხოვოთ, გარეცხოს კვერცხი გამოყენებამდე ?! მე უკვე ვიცი.
პროდუქციის დასამზადებლად, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და ცხიმი გამოიყენება. ფქვილი უზარმაზარ საცერზე იცრება და სურნელოვანი ბისკვიტებისა და ცომეულის მთავარ ინგრედიენტად იქცევა. მე ყველაზე მეტად, ნახევრად ფენოვანი ცომის მომზადების პროცესი მომწონს. იცოდით, რომ თუ გინდათ ნამცხვარი „ხვეულა“ ფაფუკი გამოვიდეს, ცომმა ერთი საიდუმლო ტესტი უნდა გაიაროს ?! – ამ საიდუმლოს შესახებ სხვა დროს გიამბობთ, გპირდებით.
მადარტში ჩემთვის საყვარელი ტკბილეულის გრძელი სია მაქვს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული „ტყუპი ტორტია“. მიზეზი კი მარტივია, საყვარელ გემოებს შორის არჩევანის გაკეთება არასდროს მიწევს და შემიძლია ერთდროულად მივირთვა როგორც შოკოლადის, ისე ვანილის მოხარშული კრემისა და ნაირფერი ხილის შიგთავსით დახუნძლული დესერტი.
და ვინაიდან ხილიც ვახსენეთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ წელიწადის ყველაზე ცივ და სუსხიან სეზონზეც კი, ტორტისა და თუ ნამცხვრის შიგთავსად გამოყენებული კენკროვანი ხილი ისეთივე ცოცხალი და არომატულია, როგორც ზაფხულში ახლადმოკრეფილი ხილი. ამისათვის, მადარტი ქართველი გლეხებისგან ყოველწლიურად 80 ტონამდე ხილს ყიდულობს, რეცხავს, ამუშავებს და ინახავს კვებისა და უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით. შემდგომ კი იყენებს მთელი წლის განმავლობაში ტკბილეულის მოსამზადებლად. რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქართული ხილის რეალიზებას, მეორე მხრივ კი, წარმოებული პროდუქტისთვის უნიკალური გემოს შენარჩუნებას.
სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ მათ ფილიალს გულგრილად ვერასდროს ვუვლი და ყოველ ჯერზე, ტკბილეულის დახლთან დიდი ენთუზიაზმით ველოდები ჩემს კუთვნილ რიგს და კუთვნილ ნაჭერ ნამცხვარს.
კომენტარები