რამდენჯერაც პატრიარქს არ დავუჯერეთ იმდენჯერ ქვეყანა მძიმე დღეში ჩავარდა – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.
„ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომას. ღმერთმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა. მე მჯერა პატრიარქის სიტყვები და ის არის ყველას მამა, რაც მან თქვა ყოველთვის სრულდება და რამდენჯერაც მას არ დავუჯერეთ, იმდენჯერ ქვეყანა მძიმე დღეში ჩავარდა.
გვაკურთხა, გვითხრა, რომ დამიჯერეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თქვა კიდეც, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაზე მარტივად ჩვენ გადავიტანთ.
დასცინეს ამის გამო, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“
კომენტარები