მინდა გაგაფრთხილოთ, ხელთათმანების უთავბოლო გამოყენებამ შეიძლება უფრო ზიანი მოგიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„იყავით ფრთხილად, არ ჩათვალოთ, რომ თუ ხელთათმანი გიკეთიათ, უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ბინძურდება, როგორც ჩვენი ხელები, ამიტომ თუ არ მოხდა მისი ხშირი გამოცვლა, ისიც ინფიცირების წყაროდ იქცევა. ამიტომ უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი მუდმივად, გამოცვლის გარეშე ატაროთ“
კომენტარები