“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს ეკონომიკის რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებაზე საუბრისას, ამბობს:
“მაღალი პროცენტი არ ნიშნავს არანაირად იმას, რომ საქართველო ჩამორჩება ან საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ვაჭრობის მაჩვენებელს რუსეთის ფედერაციასთან. ინ რესურსებით, რაც საქართველოს გააჩნია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, ნიშნავს დანგრევას ჩვენ ეკონომიკის და მიწასთან გასწორებას. ამას, რასაკვირველია, არცერთი სტატისტიკური მონაცემიდან გამომდინარე, არ გააკეთებს ხელისუფლება, – ამბობს ვოლსკი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის შედეგების მიხედვით, მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, ექსპორტით და გზავნილებით აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა. რეკორდულად გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობაც
კომენტარები