ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ჯერ დასრულებული არ არის.
„მაშინ, როდესაც ევროპაში ახალი შემთხვევების შემცირებასთან ერთად შეზღუდვების შერბილება იწყება, კვლავ მოვუწოდებთ ქვეყნებს, კორონავირუსის ყველა შემთხვევა გამოავლინონ, მათი იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა განახორციელონ, რათა შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს. თუმცა, პანდემია შორსაა დასრულებისგან. ჯანმო კვლავ შეშფოთებულია აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდის გამო. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“
მისივე თქმით, ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუ მსოფლიო გაერთიანებული არ იქნება.
კომენტარები