პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახეთში რთველი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, წელს ბევრ მევენახეს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულ მევენახეებს 1 ჰექტარზე 3 500 ლარის დახმარებას გამოუყოფენ.
“გადავწყვიტეთ, რომ როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც, გვინდა დავეხმაროთ მევენახეებს დაზარალებულ მევენახეებს და 1 ჰექტარზე 3 500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ეს ვფიქრობ დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
კომენტარები