პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო, მავნებლური “გირჩის” ინიციატივა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ, აი, ეს “გირჩის” მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე, აქ მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ზოგადად, წვევამდელებისთვისაც”
კომენტარები