დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“შემოვიდა “კარვების” კანონი პარლამენტში. დაჩქარებული წესით იმიტომ ვიხილავთ, რომ რევოლუცია იგეგმება ოქტომბერშიო.
ცვლილელებები ორი სახისაა-თუ წინათ ჯარიმა კარვის უკანონო გაშლაზე 500 ლარამდე იყო, ახლა 5000 ლარამდე იზრდება, თუ წინათ კარვის კონფისკაცია არ შეიძლებოდა, ახლა დასაშვები ხდება. რა გამოდის, ამ თერთმეტი წლის განმავლობაში რაც კარვები წაიღეს, ქურდობა ყოფილა?ეს ცვლილებები რევოლუციის ჩასახშობად რომ არ კეთდება, ნათელია. ამით უნდათ ახალი გამაღიზიანებელი ფაქტორი შემოიტანონ ევროკავშირის წევრობის სტატუსის საკითხის განხილვის წინ. დეკემბერში კიდევ სხვა რამეებს შემოაგდებენ.ამიტომ არის ეს ხელისუფლება ანტიეროვნული და კინწისკვრით გასაგდები.
კინწისკვრა რევოლუციას არ ნიშნავს. ამათი ჭკუით და ამ საკანონმდებლო ინიციატივით, რევოლუცია კარავს ნიშნავს.”
კომენტარები