მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი დიდი ხნის მეგობარი მყავს. სახელს არ ვწერ შეგნებულად.
დაახლოებით 25 წელია ვმეგობრობთ. ხოდა არ მახსოვს, ამ წლების განმავლობაში, კითხვაზე “როგორ ხარ?” ერთხელ მაინც ეპასუხოს – “კარგად”.
განა იტყუებოდა, მართლა გულახდილად მპასუხობდა.
რაღაც პერიოდის წინ ამერიკაში წავიდა. ჯერ პირველი ეტაპი აქვს. არც დიდი შემოსავალი, არც არაფერი მსგავსი. მაგრამ რომ მივწერე მოსაკითხად “როგორ ხარ?”, მიპასუხა “კარგად!”
მიხვდა, რომ გამიკვირდა და მითხრა, პირველად ჩემ ცხოვრებაში ყველაფრის მიუხედავად კარგად ვარო.
ცუდია, რომ სამშობლო არ გაძლევს შანსს, გულწრფელად კარგად იყო.
P.S. მოგზაურობებში ფიქრისას ერთ აზრამდე მივედი და ჯერ არ მომხდარა, ვინმე არ დამთანხმებოდა:
“სამშობლო უნდა გიყვარდეს უპირობოდ, მაგრამ ცხოვრებით კარგ ქვეყნაში უნდა იცხოვრო?❤️”
თუ სამშობლო თან კაი ქვეყანაა, ხო კაი. თუ არადა, ძაან ცოტაა ერთი სიცოცხლე კარგად ვერ ყოფნაში გასატარებლად!”
კომენტარები