ექსპერტი ამირან სალუქვაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ასე ეხმაურება:
,,
ძალიან დაბალი კვალიფიკაციის წარმომადგენლები ჰყავს პრეზიდენტს, ან ცდილობენ მოსახლეობის დაბნევას. სასამართლოს ვერ დააბნევენ.
ჯერ ცდილობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობით ფუნქციების ჭრილში ბრალდების გაბათილებას, შემდეგ გადავიდნენ გეოგრაფიაზე, თუ გარეთ დაბლოკეთ, ქვეყნის შიგნით შეხვედრები რატომ არ დაბლოკეთო და ბოლოს აბსურდამდე დავიდნენ, მისალოც წერილებს რატომ არ უკონტროლებთო? დემაგოგიაა.
ცალკე თემაა სტატუსების და ფუნქციების აღრევა, თითქოს რაღამც გარდა პრეზიდენტისა, უმაღლესი მთავარსარდალია და სახელმწიფოს მეთაურია, ვერ შეზღუდავთ და ქვეყანაში ვერ ჩაკეტავთო. ესეც დემაგოგიაა. ვინ კეტავს?! საუბარი იმაზეა, რომ ყველა ამ სტატუსს თავისი ფუნქციები აქვს კონსტიტუციაში.
ვიზიტებისას არ განუხორციელებია წარმომადგენლობითი ფუნქციები და პრეზიდენტებთან უბრალოდ ურთიერთობებზე საუბრობდნენო.
პრესასთან რომ გამოდიოდნენ შეხვედრის შემდეგ და განცხადებებს აკეთებდნენ სანქციებთან მიერთებაზე, 12 პუნქტზე, სტატუსის მიღება თუ არმიღებაზე და სხვა, აბა რა იყო? თუნდაც მხოლოდ ზოგადი საუბრები სხვა პრეზიდენტთან არ არის წარმომადგენლობითი ფუნქცია? თავის თავს წარმოადგენდა და მის პირად პრობლემებზე საუბრობდა? თუ სახელმწიფოზე საუბრობდა, ეს არაა საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილი?
გვიყვებიან რას არის დიპლომატია და დიპურთიერთობები. ზოგადი თეორია ერთია და კონსტიტუციით ამ თეორიის მორგება და ფუნქციების დანაწილება – სხვა.
ის რომ სახელმწიფოს მეთაურია, უმაღლესი მთავარსარდალია, აცხადებეს ომს, დებს ზავს და სხვა, კავშირში არაა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებასთან. მთავრობის თანხმობაა აუცილებელი.
თანაც, თავადაც აქვს დადასტურებული საჯაროდ, რომ არ იყო უფლებამოსილი ვიზიტის განხორციელებაზე. ვიზიტში არ იგულისხმება მოგზაურობა, იგულისხმება საერთაშორისო შეხვედრები, მოლაპარაკებები, ბრიფინგები და სხვა.
კითხულობენ, თუ აქამდე აძლევდით ნებართვას, მაისიდან რა მოხდა, როცა დაიწყო უარების გაცემაო. 26 მაისის სიტყვა ახსენეს. ეს იყო დროში და სივრცეში ყოვლად უადგილო, მავნე და ძალიან სახიფათო გამოსვლა.
ვფიქრობ, რომ არ გაეკეთებინა ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით ისეთი განცხადებები, რომ სტატუსს არ ვიმსახურებთ, მაგრამ მოგვეცით და სხვა მსგავსი, მისი ვადის ბოლომდე ჩვეულებრივად გააგრძელებდა ვიზიტებს. კიდევ ერთი პათოსი მახსოვს, “მე ყველაფერს ვაკეთებ მისაღებადო”. ანუ მთავრობა არ აკეთებს და შესაბამისად არ ვიმსახურებთ?!
ბოლოს ჩუგოშვილი ცდილობდა გაებათილებინა საგაზეთო ინტერვიუ, რომელიც არასორად თარგმნესო და იგივე გაიმეორა, რომ ამბობს “ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული ვიზიტის განხორციელებაზეო”. თავად აღიარებენ მთავრობის თანხმობა საჭიროაო, მაგრამ ფორმალურადო და ნებართვას არ საჭიროებსო, რადგან ამ მუხლით საჭიროებს, იმ მუხლით არაო.
თუ არ იყო საჭირო მთავრობის თანხმობა, აქამდე, წლების მანძილზე რატომ ითხოვდა? ხოლო, თუ უკანონოდ შეზღუდეს, თავად რატომ არ იჩივლა?
დავაკვირდეთ.”
კომენტარები