ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„მე არ გახლავართ არც მოქმედი ადვოკატი და არც ისეთი დონის იურისტი, რომ პრეტენზია მქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას მხარეთა იურიდიული არგუმენტები ზედმიწევნით სწორად შეფასებაზე, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, გუშინ ვახტანგ ხმალაძემ ბევრად უფრო გასაგებად და არგუმენტირებულად დაასაბუთა, თუ რატომ არ დაურღვევია პრეზიდენტს კონსტიტუცია, ვიდრე დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებმა. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.
P.S. მაგრად ვხალისობ, მთავრობის წარმომადგენელს მოსამართლეები კითხვას რომ უსვამენ და ხან ტურავა და ხან კობახიძე რომ ცდილობენ პრემიერის წარმოამდგენელს მიაშველონ მისი პოზიციის დამასაბუთებელი არგუმენტები. ძალიან სირცხვილია! ეჰ ტურავა, ტურავა!“
კომენტარები