იტალიაში მცხოვრები ქართველი მწერალი, ლელა ლაჩაშვილი, სოციალურ ჯგუფში “ქართული დიასპორა იტალიაში”, წერს:
“პასუხი თქვენს კითხვებზე
4 მაისიდან გარეთ გასვლა არ ეკრძალება არც საბუთიანს არც უსაბუთოს. არაა შეზღუდვა მანძილზე.
პირბადე ,ერთჯერადი, ხელთათმანი და დისტანცია საჭიროა.
ხელ ჩაკიდებული სიარული არ შეიძლება, მეგობართან სიარული დისტანციის გარეშე დაუშვებელია.
პარკში, სკვერში, საჭიროა დისტანცია 1 ან 2 მეტრი,რამდენიმე 3-4-5 ადამიანის ერთად თავშეყრა ან ჯგუფურად სიარული, არ შეიძლება.
სუპერმარკეტში იგივე პრინციპი რაც აქამდე.
ავტომობილში არ უთქვამთ დისტანცია. ავტობუსში დისტანცია, პირბადე და ხელთათმანი აუცილებელია.
ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან ქალაქში ან სოფლიდან სოფელში, გადაადგილება, ავტოსერთიფიკატის გარეშე დაშვებული არაა სხვა კომუნაში გადაადგილებისას რეგიონის შიგნით.
ერთი რეგიონიდან მეორეში ვერ წახვალ გარკვეული საბუთის გარეშე, ესეიგი ბარიდან ნეაპოლში,ნაპოლიდად რომში,რომიდან მილანში და ასე შემდეგ ვერ წახვალთ შესაბამისი საბუთის გარეშე.
თუ ყველა ამ წესს დაიცავთ არ გაგაჩერებენ.თუ მოხდა და მაინც გაგაჩერეს, პასპორტი იქონიეთ ყოველთვის. სამუშაო კონტრაქტს არავინ ითხოვს და არც დეპორტს არავის მისცემენ.
რეგიონიდან რეგიონში გადაადგილება მხოლოდ სამუშაო ან ექიმის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით.
ესაა იმ კითხვებზე პასუხი რომელიც გაინტერესებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კარანტინის შემდეგ, უსაფრთხო მოძრაობას”
“ალია” დაუკავშირდა ქალბატონ ლელას და დაუსვა ერთი კითხვა, რომელიმე ეტაპზე იყო თუ არა იტალიაში შეზღუდული, აკრძალული მეტრო ან ავტობუსი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გვიპასუხა, რომ ქალაქში არა, მხოლოდ საქალაქთაშორისო.
იგივეს გვუბნებიან სხვა ემიგრანტებიც.
ამერიკიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან…
რატომ არის საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალული, თან ისე, რომ პასუხს, როდის აღდგება – ვერავინ გვეუბნება – ისევ და ისევ უცნობია და უცნაური.
კომენტარები