რუსეთის დუმაში, კომუნისტური პარტიის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მძღოლისგან გადამედო, რომელსაც ვირუსი წინა კვირას დაუდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ და ვმკურნალობ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსი რუსეთში სახელმწიფო დუმის აპარატის წევრს უდასტურდება.
ცნობისთვის, კალაშნიკოვი საქართველოში თავისი ხისტი განცხადებებითაა ცნობილი. ის უკვე დიდი ხანია უკრაინისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
2016 წლის რია-ნოვოსტთან ინტერვიუში კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაძლებლობა „სატყუარაა“.
კომენტარები