ფოტო – Guria.tv
გურიაში, ადიდებულ მდინარეს, ბჟუჟის, ხიდის კიდევ ერთმა მონაკვეთმა ვერ გაუძლო და ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხიდის მონაკვეთი ექადია-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩავარდა.
მედიაა წერს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სტიქიის გამო ადიდებული მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივების თქმით, ხიდი ავარიული იყო და რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა აკრძალულია.
კომენტარები