მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
ერთ-ერთი მოწინავე ბოდვა, რომელიც საბითუმო ფასად იყიდება, არის მოწოდება: ,,იყავი ნამდვილი!” ,,ნუ თამაშობ!”
ვინ დააწესა რომ ნამდვილი უნდა იყო? ან რას ნიშნავს ნამდვილი? ვინ არის ნამდვილი? ცხოვრება არის სოციალური კარნავალი – ასეც და ისეც. ცხოვრება არის როლი და ტაშის მოთხოვნა, თუნდაც ერთკაციანი დარბაზისგან. ეგ ნამდვილობაც კიდევ, თუ არის – როლია და მაგ როლით ფარული ტკბობა და სიამაყე. ნებისმიერი ნაბიჯი საკუთარი თავიდან გარეთ არის საგარეო და შესაბამისად შემოსილი, თუნდაც არავინ გვიყურებდეს.და საერთოდ, კიდევ კარგი ნაღდად ნამდვილები არ ვართ და კულტურა გვზღუდავს, თორემ ხომ დავხოცავდით ერთმანეთს.. მით უფრო ამ საშინელ საცობში.
კომენტარები