ფოტო – მთავარი არხი
ბათუმის ცენტრში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ამ წუთებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. რისი მშენებლობა იგეგმება გათავისუფლებულ ადგილას, ტერიტორიაზე საინფორმაციო აბრა გამოკრული არ არის. ამ დროისთვის, ადგილიდან სარემონტო მასალები გააქვთ.
მთავარი არხის ინფორმაციით, ამ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. მშნებლობას კომპანია “გარდენ ქიი” აწარმოებს, რომლის მფლობელიც მარი შუბალიძეა.
არის თუ არა მშენებლობა კულტურული დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული, უცნობია.
კომენტარები