დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა:
“პენსიები, ბატონმა გიორგიმ გააჟღერა, მან კლასიფიცირება გააკეთა, პირველი პარლამენტარებისთვის პენსიების გაზრდაზე – იცით, რატომ არ კეთდება და ვერ კეთდება – იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლება, სადაც სიტყვა პარლამენტარია, ეგრევე ითვლება, რომ ვაიმე, პარლამენტარს რამე რომ გავუკეთო, ეს არის პოპულისტური, ეს არის კოშმარი და იცით, პარლამენტარის ხელფასებზე გაცილებით მეტი ხელფასები ძალიან ბევრ რიგით მოსამსახურეს აქვს. არ გეგონოთ პარლამენტარებს დიდი ხელფასი აქვთ. პენსიები, რომ იცოდეთ პარლამენტარის პენსია, ძალიან დაბალი პენსიაა.
მჯერა მაინც, რომ ბოლოს და ბოლოს, გადავაბიჯებთ, ღირსების საკითხია, როგორ შეიძლება, პარლამენტარს ჰქონდეს სამარცხვინო პენსია, კარგი იქნება, თუ ამ ბარიერს გადავლახავთ.”
კომენტარები