თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რეანიმაციულ განყოფილებაში 7 პაციენტი იმყოფება, აქედან 6 აპარატულ სუნთქვაზეა.
სტაციონარში სულ 112 პაციენტია, მათ შორის COVID-19 დადასტურებული აქვს 88-ს. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაშია 65 პაციენტი, კორონავირუსი კი იქ 53 ადამიანს აქვს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე მკურნალობს 1 პაციენტი და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
კომენტარები