ახლო მომავალში თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განცხადა.
„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. მათ შორის, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების – მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად მგზავრობა უნდათ, ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპდები ატარონ. ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა მეტრონომით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერამა.
კომენტარები