გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს ცნობით, საქარველოში 2 მაისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 28-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.
კომენტარები