გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემო საყვარელო ხალხო
პალესტინა რომ დაღუპულია, ამაში ეჭვის ნასახიც კი არაა.
ეს არაა უკვე დისკუსიის საგანი
დათვლილია დღეები…
სადისკუსიოდ ის შეიძლება ავიღოთ, თუ როგორ დაიღუპა პალესტინა.
ჩემი აზრით
პალესტინა არავითარ შემთხვევაში არ დაიღუპა ისრაელის მიერ.
პალესტინა დაღუპა კორუფციულმა და უსახურმა პალესტინურმა ოპოზიციამ.
პალესტინა დაღუპა საკუთარი ხალხი გაჭირვებით და სიდუხჭირით გამდიდრებულმა პალესტინურმა ოპოზიციამ.
აი ესაა პრობლემა და აქ ვხედავ მე პარალელს.
როცა ადამიანები კარგავენ ნდობას პოლიტიკისა და ოპოზიციის მიმართ იმიტომ რომ მათი ბოსები მდიდრდებიან მოსახლეობის მასიური გაღარიბების ფონზე,
აი ეს გზა მიდის პალესტინიზაციისაკენ.
მერე აღარ რჩება ადგილი პოლიტიკური ბრძოლისათვის.
მერე, ან ეგუები სიტუაციას და ან იძულებული ხდები ხელში აიღო ფიშტო.
აი ამ დილემას თუ არ დავინახავთ ქართველები,
თუკი არ განვსუფთავდებით კორუფციული ვითომოპოზიციისაგან,
აღმოვჩნდებით ასე 30 წელიწადში პალესტინის სიტუაციაში.
ან ელარჯი უნდა უწელო მტერს
ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან
და ან ფიშტო უნდა აიღო ხელში.”
კომენტარები