ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დავიბადე და გავიზარდე ებრაელების უბანში ქუთაისში. არსად და არავისთან მე არ მინახავს ისეთი მხარში დგომა ერთმანეთის მიმართ, როგორიც ამ ხალხს გააჩნია. ისრაელი გაიმარჯვებს არა მარტო იმიტომ, რომ კარგი შეიარაღება აქვს, თუმცა მასთან დაპირისპირებული ძალები ჯამური შეიარაღება შეიძლება აჭარბებს კიდეც ისრაელისას, არამედ იმიტომ, რომ ეს თვისება გადამწყვეტია ასეთ სიტუაციაში. ამ თვისების გამო შეუძლია ისრაელს რამდენიმე დღეში დააყენოს იარაღის ქვეშ ასეულობით ათასი მომზადებული ადამიანი, შეუძლია ომის დამთავრების შემდეგ წლები და ათწლეულები ეძებოს მოწინააღმდეგე სამხედრო დამნაშავე და საკადრისი მოუზღოს.
არ იქნება ეს ომი ისრაელისთვის იოლი, მაგრამ სხვა რეალობა შეიქმნება მსოფლიოში მისი დამთავრების შემდეგ და თვითონ ებრაელი ერისთვისაც ამ უმძიმესი გამოცდის შემდეგ ახალი, უფრო მშვიდი ეტაპი დაიწყება. ????”
კომენტარები