ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 4 ახალი პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„კლინიკაში ამჟამად 54 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, დადასტურებული დიაგნოზით დაგვემატა 7 პაციენტი, აქედან ოთხი გადმოყვანილია, სამი პაციენტის დიაგნოზი ჩვენ კლინიკაში დადასტურდა. გუშინ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, 18-წლამდე ასაკის პირები არიან 11, ერთი პაციენტი არის მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, 11 პაციენტი არის საყურადღებო“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.
კომენტარები