ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,რადგან ბევრი კითხულობს, რას შვებოდა ისრაელის დაზვერვა მთელ ამ ამბავში, ჩემ მოკრძალებულ აზრს შემოგთავაზებთ:
აშკარად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ჩავარდასთან. ოღონდ ეს დაზვერვის ჩავარდნაა თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ამ ეტაპზე 100%-ით მტკიცება ძნელია.
თეორიულად შესაძლებელია, რომ დაზვერვას მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის და ამ უკანასკნელს არ გაეთვალისწინებინა (ასეთი რამ ისრაელის ისტორიაში მომხდარა).
მაგრამ ყველაფერი ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. დიდი ალბათობით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელში ჩატარდება დიდი გამოძიება (ისრაელს ამის ტრადიცია აქვს. ადრეც ჩაუტარებიათ მსგავსი შემთხვევების დროს), სადაც ყველა დეტალი გაირკვევა და გამოტანილი იქნება შესაბამისი დასკვნები.
რატომ? იმიტომ, რომ ისრაელი სახელმწიფოა!
ახლა გამოძიების დრო არაა. ახლა ქვეყანა ომშია და ყველა გაერთიანებულია ამ ომში მტრის წინააღმდეგ.
რატომ? იმიტომ, რომ ისრაელი სახელმწიფოა!
ისრაელი ძლიერია და აქვს ძალა, ძალიან მალე დადგეს ფეხზე.
ხო, ისრაელში არავის უკითხავს ეს ყბადაღებული “აბა ომი გინდა?!”,
რატომ? იმიტომ, რომ ისრაელი სახელმწიფოა!
თუ მაინც ვინმეს კრამიტი აქვს დაცურებული და მსგავს კითხვას დასვამს, 1%-საც ვერ მიიღებს არჩევნებზე.
რატომ? იმიტომ, რომ ისრაელი სახელმწიფოა!
რაც შეგვეხება ჩვენ, როცა ჩვენც გვექნება სახელმწიფო, სოხუმიც ჩვენი იქნება და ცხინვალიც, ევროკავშირშიც ვიქნებით და ნატოშიც.”
კომენტარები