• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ომი მხოლოდ ისრაელითა და პალესტინით არ დასრულდება” – კადიროვის ვიდეო-მიმართვა

ალია ავტორი - ალია
02:21 10-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,761

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზამ კადიროვი მუსლიმანურ ქვეყნებს კოალიციის შექმნისა და ისარელი-პალესტინას შორის ომში ჩარევისკენ მოუწოდებს. კადიროვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“მინდა შევეხო საკითხს, რომელიც დღეს პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქცნენ სამართლიანად ამ სიტუაციაში. 50 წლის წინ იგივე ხდებოდა იქ. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო მუსლიმურ ქვეყნებს, შექმნან კოალიცია და ჩაერიონ”, – აცხადებს კადიროვი.

კადიროვმა მუსლიმურ ქვეყნებს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიმართონ დასავლელ მეგობრებს, რომ “არ დაბომბონ ქალაქები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა”.

“მათ იციან, რომ იქ “ბოევიკები” არ არიან. უბრალოდ იმისთვის, რომ დააშინონ, აფეთქებენ, ხოცავენ”. – ამბობს ისრაელზე რამზან კადიროვი

კადიროვი დასავლეთს პალესტინის განადგურების სურვილში სდებს ბრალს. მისივე თქმით, ისლამური სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე ერთად იბრძოდნენ, ახლა ეშინიათ, რომ “საკუთარი სათქმელი” თქვან.

“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პალესტინის ქმედებებს, რადგან მათი მიწები თავის დროზე ისრაელმა წაიღო და მათ იზოლაციაში ამყოფებენ, არ აქვთ სიტყვის თავისუფლება. დღეს ომის წინააღმდეგ ვარ და ყველას მოვუწოდებ, შეაჩერონ ეს ომი, რათა მთელ მსოფლიოს არ მოედოს. ეს ომი მხოლოდ ისრაელითა და პალესტინით არ დასრულდება”. – თქვა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, როდესაც მისი დელეგაცია ისრაელში იმყოფებოდა, მათ პროვოკაციებს უწყობდნენ.

თეგები: რამზან კადიროვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved