პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც „კურიერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან კვიპროსში გაემგზავრა.
„როდესაც გამოდიხარ და მეუბნები, რომ არაფორმალურ მმართველობას ვებრძვიო და აქეთ შენ თურმე არაფორმალური მმართველი გყავს, ასე სად არის. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ყველას თავისი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი ჰყავს, ეს უკვე მოცემულობაა. კეზერაშვილს რა როლის აქვს “ნაციონალურ მოძრაობაში” და ვინ სად არის არაფორმალური მმართველი, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ გვაქვს,” – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
კომენტარები