პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი სრულდება და დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ერთი ფოტოს ისტორია უნდა მოვყვე, თუ როგორ “შევვარდით” პარლამენტში. მივედი იმ კარებთან ერთი კვირის წინ, დავათვალიერე, ისევ ის ხის ძველი ურდული ედო, შიგნიდან რომ ამაგრებს კარებს. მოვიდნენ გადასაღებად ახლა და რას ვხედავ, მოუხსნიათ ის ხის სამაგრი და რკინის ურდულები დაუდუღებიათ და ზედ კლიტეები დაუდევთ.?
მგონი ამათ მართლა ეშინიათ რევოლუციის, თანაც საიუბილეო ოცი წლის თავზე.
ნუ მოიქცევიან ცუდად და არც რევოლუცია მოხდება:)))
p.s. კუთხეში ის ვარდია?”
კომენტარები