ისრაელში მშობლებს მიმართავენ, შვილების მობილურებიდან სოციალური ქსელების აპლიკაციები წაშალონ, სანამ ჰამასის ტერორისტები მძევლების ვიდეოების გავრცელებას დაიწყებენ.
თელ-ავივის სკოლის მშობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მძევლების ვიდეოების გავრცელებას ელოდებიან.
“ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ ჩვენს შვილებს, რომ ამას უყურონ. ამასთან რთულია, მეტიც – შეუძლებელია სოციალურ მედიაში ამ მასალის შეკავება”,- წერს ასოციაცია.
კომენტარები