სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ისრაელი
▪️ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორზე საავიაციო-სარაკეტო შეტევებს. არის ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. განადგურებულია ჰამასის პოლიტბიუროს ორი წევრი.
▪️ებრალეთა შორის დაღუპულთა რიცხვი 1000-მდე გაიზარდა.
▪️ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ ღაზასთვის ტვირთის მიწოდების შემთხვევაში, ეგვიპტის ტერიტორიაზე კოლონებს დაბომბავს.
▪️ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მძღოლების რეზერვიდან გაწვევის გამო, შესაძლოა იყოს შეფერხებები ტრანსპორტის მუშაობაში.
▪️ჰესბოლას მიერ ისრაელის ჩრდილოეთით რამდენიმე რაკეტის გაშვება მოხდა. ეს არაა მასშტაბური სარაკეტო შეტევა და ჯერ არ უნდა ჩავთვალოთ ჰესბოლას საომარ მოქმედებებში ჩართვად.
▪️შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ ღაზაში საჯარისო (სახმელეთო) ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ჰესბოლა ომში ჩართვით იმუქრება. პირად ვერ ვიგებ საჰაერო შეტევის დროს რატომ არ ერთვება.
თუმცა კარგია, რომ კონფლიქტი ჯერ ლოკალურად მიმდინარეობს, რადგან მეტი შანსია უფრი მალე და ნაკლები მსხვერპლით დასრულდეს. ჰესბოლას სრულად ჩართვის შემთხვევაში, განვითარება ძნელად პროგნოზირებადია.
ღია წყაროებით ცნობილია ჰესბოლას შემადგენლობა, აღჭურვა, მაგრამ მომზადების დონე მხოლოდ პრაქტიკაში გამოჩნდება. ამასთან ერთად, ასევე რთულია თქმა, ჰესბოლას ჩართვა გამოიწვევს თუ არა სხვა ქვეყნების ჩართვას.
ვფიქრობ, დიპლომატია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ არ მოხდეს ომის გაფართოება. იმედი ვიქონიოთ.”
კომენტარები