„ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის ლობისტები უცხოეთიდან. დღეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გვითხრა, რომ “უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი”.
ეს კიდევ ერთი ახალი გზავნილია რადიკალების მხარდამჭერებისგან. მინდა გარკვევით ვუპასუხო ყველას, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს და ამჯერად ცდილობენ სტატუსის მონიჭება უკრაინის ბრძოლის მონაპოვრად აღიარონ.
უკრაინის ომმა პირიქით, ბევრად აზარალა საქართველო და მათ შორის, გაართულა ევროპისკენ სავალი გზა. სწორედ მეორე ფრონტი გახდა სავაჭრო თემა ჩვენთან სტატუსის მონიჭების სანაცვლოდ. ამიტომ, ვინც იკადრებს და ამ მორიგ უსამართლო ბრალდებას წამოაყენებს, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს ჩვენგან.
საქართველო გეგმიურად და დამაჯერებლად მიუყვებოდა ევროპისკენ სავალ გზას. ჩვენ 2024 წელს უნდა წარგვედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს იქნებოდა მაღალი დონის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუცილებლად დასრულდებოდა სტატუსის მონიჭებით და შემდეგ გაწევრიანებით. უკრაინის ომმა ეს ყველაფერი დაანგრია და სავაჭრო თემად გაგვიხადა ქართველი ხალხის არჩევანი – ევროპული ოჯახის წევრობა. რათქმაუნდა, აქ უკრაინას არ ვადანაშაულებთ, მაგარამ ვინც უკრაინის ბრძოლას მიაკუთვნებს ქართველი ხალხის და ხელისუფლების ამ უდიდეს შრომას, მას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
უკრაინის ბრძოლამ ერთი რამ ნამდვილად შეძლო – სტატუსის მონიჭების პროცესში ნათლად წარმოაჩინა საქართველო იმ სამი სახელმწიფოსგან, როგორც დემოკრატიის გზაზე მავალი უპირობო ლიდერი.“
კომენტარები