მგლოვიარე ისრაელი ემზადება ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის – ამბობს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჟურნალისტებთან
„ჩემი ერი გლოვობს. ამ ტრაგედიამ თითქმის ყველა ოჯახი დააზარალა ისრაელში. ეს იქნება ხანგრძლივი კამპანია ჰამასის წინააღმდეგ, რაც ხანგრძლივი ბრძოლაა ISIS-ის წინააღმდეგ”, – ამბობს ის.
ჰერცოგმა მედიას გატაცებული ბავშვებისა და ჩვილების ფოტოები უჩვენა და თქვა, რომ ტერორისტებმა ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები და მათი ოჯახები დახოცეს.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები