“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
დღეს გავუკეთოთ ძალიან მოკლე ანალიზი (და არა საექსპერტო დასკვნა) ისრაელის როლისა და ადგილისთვის 7 ოქტომბერს “ჰამასის” სამხედრო აგრესიის პროცესებში. აქ ორიგინალური ვერ ვიქნები, იმდენი ითქვა და დაიწერა. უბრალოდ მომიწევს რამოდენიმე “თუ”-ს გამოყენება:
“თუ” პირველი. თითქოს და 28 სექტემბერს ეგვიპტეს დაზვერვის მინისტრმა გენერალმა აბბას ქამელმა პირადად (!) გააფრთხილა ისრაელის პრემიერი მოსალოდნელ თავდასხმაზე. აბბას ქამელმა აღნიშნა, რომ დარჩა გაოცებული ნეთანიაჰუს უემოციო გულგრილობით ამ გაფრთხილების მიმართ. პირიქით – ამის შემდეგ ისრაელმა თავდაცვის ძალების ძირითადი ნაწილი მოაშორა “ღაზას სექტორს” და გადაისროლა ისინი სამარიასა და იუდეას პროვინციებში. თავად ნეთანიაჰუ კი აღნიშნული კომუნიკაციის ფაქტს უარყოფს“თუ” მეორე. ისრაელის თავდაცვის, სამხედრო დაზვერვის, “მოსსადის” და მათი მეკავშირე ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მაღალ კვალიფიკაციაში ეჭვს “თუ” არ შემოვიტანთ – იმის დაშვება, რომ მათი ყურადღება “მოადუმეს” პარაპლანებსა და მოტოციკლეტებზე ამხედრებულმა ჰამასის ტერორისტებმა – მართლა დაუჯერებელია. მით უმეტეს (!) “თუ” ეგვიპტედან გაფრთხილებას მართლა ჰქონდა ადგილი და ნეთანიაჰი ამის უარყოფით – ცრუობსპრინციპში ეს ორი “თუ” საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ “მოულოდნელი” და სასტიკი “ტკივილის” დაშვება (სიტყვა პროვოცირებას – მაინც არ ვხმარობ), რათა შემდგომ საკუთარ მოქმედებებს მხოლოდ “იძულებული” და “საპასუხო” ფორმატი მიენიჭებინა. მიზანი – მრავალსაუკუნოვან ისტორიულ ტერიტორიულ დავას და რეალურად არსებულ ამ ორ ეთნოს შორის უკიდეგანო ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ს წერტილი დაესვას.
ამის იქით, ამ ეტაპზე ჩემი ანალიზი ვერ წვდება და ინტერესით ველოდები საექსპერტო დასკვნებს. რა თქმა უნდა, ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელის პოზიციიდან ცალი თვალის სწორება მაქვს იერუსალიმზე და “ომარის მეჩეთზე”, რომლის ადრე თუ გვიან გარდაუვალი განადგურებიდან და მის ნანგრევებზე “დავითის ტაძრის” მშენებლობით, ჩემთვის (ჩვენთვის) კაცობრიობის ისტორიაში სულ სხვა ათვლის წამზომი ჩაირთვება. თუმცა ადამიანური სისუსტისა თუ სიცოცხლისადმი სიყვარულის და გამოუსწორებელი ოპტიმიზმის ნიადაგზე, რატომღაც გგონია – რომ “ჯერ არა”, ჯერ “ამის” დრო არ მოსულა…
კომენტარები