პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თბილისის მერია / Tbilisi City Hall ! უკვე მეორედ საგანგებო მდგომარეობის დროს ჭავჭავაძეზე მიმდინარე სამუშაოების გამო დღენახევრით წყდება წყალი მიმდებარე ქუჩებზე! ლამის სუნთქვა აკრძალოთ პანდემიის გამო და წყლის შეწყვეტის გამომწვევი სამუშაოების შეჩერებაზე რომ იფიქროთ არა?!!!
“სახლში დარჩი” რომ სახლში მშიერი დარჩი–ს ნიშნავს, ამას უკვე მივხვდით, მაგრამ მთელი აქცენტი რომ დაბანაზეა გადატანილი კორონას თავიდან ასაცილებლად და ამ დროს რომ სახლში დარჩენილებს ხელის დასაბანი წყალიც არა აქვთ, აღარაფერს ვამბობ ბანაობაზე, პროდუქტების გარეცხვაზე, უნიტაზის ჩარეცხვაზე, ამას არა უშავს???
პანდემიის პერიოდში მაინც გააჩერეთ ის სამუშაოები, რომლებიც წყლის გადაკეტვას იწვევს მოსახლეობისთვის თან ამდენი ხნით და მოგვეცით წყალი!!!
ინფექციონისტებო! ველოდებ თქვენს რეაგირებას ამ უმსგავსობაზე!
გთხოვთ ყველას, მიუხედავად იმისა ამ მომენტში გაქვთ თუ არა წყალი, სოლიდარობის ნიშნად მხარი დაგვიჭიროთ უწყლოდ დარჩენილებს, რადგან ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის და გაავრცელოთ!”
კომენტარები