აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, განაცხადა:
“ბატონო პრემიერმინისტრო, მე აქ ჩამოვედი არა მხოლოდ როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი. ჩემი ბაბუა, მორის ბლინკენი, რუსეთს გამოექცა, ჩემი მამინაცვალი საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა. ამიტომ მე ამ ტრაგედიას პირად დონეზეც განვიცდი. მე ასევე ვარ ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვების მამა და ჩემთვის ძალიან რთულია იმ კადრების ხილვა, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, ისე, რომ საკუთარი შვილები არ მახსენდებოდეს. ჰამასის ეს ქმედებები დიახ, ნამდვილად გვახსენებს “აისისის” ყველაზე საშინელ დანაშაულებს. გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე ისრაელში არსი შემდეგი: თქვენ შესაძლოა საკმარისად ძლიერები იყოთ საიმისოდ, რომ თავი დამოუკიდებლად დაიცვათ, მაგრამ სანამ ამერიკა არსებობს, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.”
კომენტარები