თეთრიწყაროში დადასტურებული ორივე ახალი შემთხვევა საავადმყოფოს ექთნის კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ დაუდასტურა:
„დადასტურებულია კიდევ ორი შემთხვევა, ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის დედაა, მეორე კი, ექიმია. კონტაქტების რიცხვი 150-მდეა გაზრდილი. ლუგარის ლაბორატორიიდან უკვე ჩამოვიდნენ სპეციალისტები. ისინი ჯერ სოფლებში მუშაობენ. ალბათ მალე გადმოვლენ რაიონულ ცენტრშიც“
1ტვ
კომენტარები