ისრაელში მცხოვრები, ქართველი ებრაელი, ანა კოლ–შიმშილაშვილი:
ისრაელიდღეს სამსახურში ორსაათიანი ლექცია გვქონდა: “როგორ ვუმკლავდებით სიტუაციას”…ბევრს არ ვიტყვი, 4 პუნქტი იყო სულ და თავად დავრჩი გაოგნებული:
1. ვიცოდეთ მივიღოთ მოცემულ მომენტში ის რისი შეცვალაც არ შეგვიძლია!-ნუ დავსვამთ ახლა კითხვებს, კითხვების და პასუხების დროც მოვა, ახლა მოქმედების დროა!2. ახლა არაა გლოვის დრო!– ახლა არაა გლოვის და სხვისი ან თავის გამოტირების დრო, ახლა ვიფიქროთ რით შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, ქველმოქმედება, მოხალისეობა ბავშვებთან, მოხუცებთან, მათი გახალისება!2. არ შევიძულოთ მტერი! არ ვიფიქროთ შიურისძიებაზე.-ომს მისი კანონები აქვს, ეს არაა მოქალაქეთა საქმე, ყურადღება უნდა გადავიტანოთ მაქსიმალურად სიკეთეზე, რა სიკეთე შეგვიძლია ამ დღეებში გავაკეთოთ!!!4. გაუზიარე შენი ფიქრები, აზრები, განცდები მეგობრებს და ახლობლებს!– როდესაც შენს დარდებს ინახავ შიგნით ბოროტები, ფიქრობ სამაგიეროს გადახდაზე, სუსტდები პიროვნულად, იმიტომ რომ შენზე იმარჯვებს სიძულვილი, ხდები უბედური და ემსგავსები მტერს!არ გაჩუმდე, ისაუბრე, ამოხეთქე რაც შიგნითაა! არ დაიტოვო!ეს იყო ძირითადი თემები.ხო და შეადარეთ ისრაელის სახელმწიფოს იდეოლოგია -ჰამასის იდეოლოგიას!იქ დიდს და პატარას სისხლით ზრდიან! ბოროტებაში!ისრაელში კი სკოლებში , უნივერსიტეტებში, სამსახურებში ფსიქოლოგები დადიან და ლექციებს გვიტარებენ:
რამდენად ძლიერი და შემდგარი სახელმწიფო უნდა იყო, რომ ასეთი იდეოლოგიით დაუდგე მოცემულ სიტუაციაში მტერს!
კომენტარები