ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ავდეევკის შტურმი, დღე მესამე:
72 საათში, მარტო ავდეევკასთან რუსებმა დაკარგეს 1000-მდე კაცი, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა და ტანკი, 20-მდე საარტილერიო სისტემა.მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად აგრძელებენ ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული რაიონის შტურმის მცდელობებს.წინსვლა აქვთ ზოგ მონაკვეთზე კილომეტრი, ზოგან რამდენიმე ასეული, ზოგან კი 0 მეტრი (ძირითადად, ე.წ. ნაცრისფერ ზონებში).ჯერ-ჯერობით, ვერცერთი მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი ვერ აიღეს, მაგრამ მაინც ასკდებიან შუბლით.ამ “გენიალურ ოპერაციასთან” შედარებით, იანვარ-თებერვალის უგლედარის ხოცვა-ჟლეტა, სადაც ერთი რუსული ბრიგადა ჩაწვა, საბაშვო თამაშია.P.s. We are very lucky, that they are so f cking stupid!
პ.პ.ს. რუსი “ვოლონტიორები” წივიან, დონეცკში გვამების ტომრების დეფიციტი გვაქვს, დაგვეხმარეთო და ალტინფო არ დაეხმარება, რამე რომ იყოს?
კომენტარები